logo
ENG



"მიხარია, რომ შემიძლია აშშ-ის პრეზიდენტის იმედი მქონდეს" - ზელენსკი ბაიდენს ესაუბრა

18 თებ 202400:47
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/18/n08x3vj31tepfg3.jpg

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას თავად ზელენსკი ავრცელებს.

მისივე თქმით, ამერიკელ კოლეგასთან საუბრისას ბრძოლის ველზე არსებული სიტუაცია განიხილეს.

"მიხარია, რომ შემიძლია ამერიკის პრეზიდენტის მხარდაჭერის იმედი მქონდეს. კონგრესის ბრძნული გადაწყვეტილებისაც გვწამს. უკრაინის მხარდაჭერა - დემოკრატიისა და თავისუფლების მხარდაჭერა. ეს ღირებულებები ერთად უნდა დავიცვათ", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


close დახურვა